პროექტი





1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით;
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით.
3.პროექტის აქტუალობა; პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - powerpoint-ში ააწყობს, ამობეჭდავს და წიგნად აკინძავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს;
4.პროექტის მიზნები:
  •  სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
  •  მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
  •  მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ა.შ.) ;
  •  გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
  •  შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-11
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მიეჩვევიან სხვა კლასებთან ერთად პრობლემაზე მუშაობას და მათზე ზრუნვას; პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით შექმნიან საკუთარი შრომის ამსახველ წიგნებს და მოაწყობენ ამ წიგნების გამოფენას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint-ი და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები. 
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დაგეგმვა
რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:

√ მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან. 

მომზადება:
  სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში. პრინტერისთვის მოვიმარაგებ ფურცლებს.

განხორციელება:
  •  სამივე კლასს გავიყვანთ ტყეში, სადაც მოხდება მათი უკეთ გაცნობა,  ბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
  •  ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
  •  ამოჭრილი სურათებით ჯგუფში შექმნიან კოლაჟებს, რომელიც კავშირშია ტყეში შედგენილ ტექსტთან;
  •  paint-ში შექმნან ნახატი, რომელიც, ასევე კავშირშია ტექსტთან;
  •  powerpoint-ში სლაიდებზე გაანაწილონ და აკრიფონ ტექსტი, შექმნან ყდა, მიუწერონ საკუთარი სახელი და გვარი (მასწავლებლის მითითებებით );
  •  გამოიყენებენ საკუთარ საქაღალდეს (რომელშიც მუშაობის ამსახველი და მათი ნამუშევრების სურათებია განთავსებული ჩემს მიერ ) და სლაიდებზე, ტექსტების გვერდით ატვირთავენ სასურველ სურათს(ორი თემატური ერთეული ) ;
  •  printer-ის გამოყენებით ამობეჭდავენ საკუთარ ნამუშევარს;
  •  ფურცლებით აკინძავენ "წიგნს";
  •  მოაწყობენ წიგნების გამოფენას.
მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ "წიგნების" გამოფენა, განხილვა და შეფასება.


  მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს. 
10.საგნებთან.საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი;
ქართული;
ბუნება;
ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)-მარიამ ლათიბაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა;latibashvilimariami22@gmail.co
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი.https://ictmariami.blogspot.com/p/blog-page_11.html

Комментариев нет:

Отправить комментарий

ტრენინგის რეფლექსია      2018 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ტრენინგი " ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში "...