понедельник, 19 ноября 2018 г.

ტრენინგის რეფლექსია
     2018 3ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ტრენინგი "ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში", სულ 32 საათი 8 სამუშაო დღეტრენინგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იმაში რომ გაკვეთილი ყოფილიყო უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და დიდი დოზით გამომეყენებინა ისტი საგაკვეთილო პროცესში, დავხვეწე power point-ში მუშაობა, გავიარე და გავღრმავე ცოდნა  საოფისე პროგრამების მიმართულებით(word, excel და .); ვისწავლე ბმულების შექმნა, მასალაზე ხმის დადება, ანიმაციების გამოყენება, drive-ში მუშაობა, ასევე blogg-ის შექმნა, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შემექმნა პროექტი, ეს ცოდნა დიდ როლს შეასრულებს ჩემს სამუშაო გამოცდილებაში და დამეხმარება ახალი მეთოდების დანერგვაში.  ასევე მნიშვნელოვანი იყო excel-ში მუშაობა, ვისწავლე ელექტრონული ცხრილების შექმნა, სიების დალაგება, გამოთვლა-გაანგარიშება, ამ ცოდნის მიღებაში დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ჩვენს ტრენერს ქ-ნ დიანა მიქაძეს, ვისთან მუშაობაც იყო ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი, დაუზარელად პასუხობდა ნებისმიერ კითხვას.  ვისურვებდი კიდევ ბევრი ტრენინგი გამევლო მასთან ერთად.
     

Комментариев нет:

Отправить комментарий

ტრენინგის რეფლექსია      2018 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ტრენინგი " ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში "...