ტრენინგის რეფლექსია
2018 3ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ტრენინგი "ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში", სულ 32 საათი 8 სამუშაო დღე. ტრენინგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იმაში რომ გაკვეთილი ყოფილიყო უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და დიდი დოზით გამომეყენებინა ისტი საგაკვეთილო პროცესში, დავხვეწე power point-ში მუშაობა, გავიარე და გავიღრმავე ცოდნა საოფისე პროგრამების მიმართულებით(word, excel და ა.შ); ვისწავლე ბმულების შექმნა, მასალაზე
ხმის დადება, ანიმაციების გამოყენება, drive-ში მუშაობა, ასევე blogg-ის შექმნა, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შემექმნა პროექტი, ეს ცოდნა დიდ როლს შეასრულებს ჩემს სამუშაო გამოცდილებაში და დამეხმარება ახალი მეთოდების დანერგვაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო excel-ში მუშაობა, ვისწავლე ელექტრონული ცხრილების შექმნა, სიების დალაგება, გამოთვლა-გაანგარიშება, ამ ცოდნის
მიღებაში დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ჩვენს ტრენერს ქ-ნ დიანა
მიქაძეს, ვისთან მუშაობაც იყო ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი, დაუზარელად პასუხობდა
ნებისმიერ კითხვას. ვისურვებდი კიდევ ბევრი
ტრენინგი გამევლო მასთან ერთად.